Linda Evangelista life

ferretti

განსხვავებული სილამაზის მქონე ცნობილი მოდელი.ის არასოდეს მალავს საკუთარ ასაკს. ამით თითქოს დროს დასცინის, იმიტომ რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით  უცვლელია.

ლინდა ევანჯელისტა 1965 წლის 10 მაისს დაიბადა. წმინდა კატარინის ქალაქში (კანადა, ონტარიო). ის გაიზარდა რომაულ კათოლიკურ ოჯახში, სადაც დენ მორის უნივერსიტეტი დაამთავრა. მამამისი ჯენერალ მოტორსში მუშაობდა, ხოლო დედა მარისა ბუღალტერი გახლდათ. სამოდელო სფეროში წარმატების მისაღწევად მას გარდა სილამაზისა ამის დიდი სურვილი დაეხმარა. ზემოთნახსენებ მხარეში სილამაზე არც თუ ისე იშვიათია.

linda-evangelista-photos

მან მოდელობა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა და არც უცდია აზრის შეცვლა. მომავალი ვარსკვლავის დედა ეხმარებოდა მას დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებაში, რათა სწორად აერჩია ტანსაცმელი საკუთარი გარდერობიდან ასე რომ გოგონა დიდი არჩევანის წინაშე იდგა.

ლინდას დედა, ლამაზი იტალიელი, რომელიც ემიგრირებული იყო კანადაში, საკმაოდ ბევრ თანხას ხარჯავდა ტანსაცმლისა და კოსმეტიკისათვის. ის ლინდას ცეკვის გაკვეთილებზე ატარებდა , რათა მისთვის არაორდინალურობა, ინდივიდუალურობა და სილამაზის წარმოჩენის ნიჭი განევითარებინა. ასევე  დაყავდა მოდის კურსზებზე  რომელსაც „ქალური შარმი“ ერქვა. იქ გოგონებს თავის მოვლას, კარგი მაკიაჯის და მოდური ვარცხნილობების გაკეთებას ასწავლიდნენ, ასევე  მსუბუქად სიარულისა და ლამაზად ქცევის ჩვევას გამოიმუშავებდნენ. თუმცა ლინდას სამოდელო ბიზნსის ინტრიგებთან შეჯახება მოუხდა, რამაც კინაღამ წერტილი დაუსვა მის კარიერას.

fav

16 ასაკში ლინდა ადგილობრივი კონკურსის „Miss Teen Niagara“ -ს გამარჯვებული გახდა (1978 წ).ის დღემდე იხსენებს „ამ ღონისძიების საშინელ დეტალებს“ ევანჯელისტას New ORK ELITE – ში მუშაობა შესთავაზეს. ლინდას კონტრაქტზე უარის თქმა მოუწია რადგან ის სკოლაში სწავლობდა, ამიტომ ქვეყნიდან წასვლა არ სურდა, მაგრამ მას მაინც მოუწია გამგზავრება, ხელისუფლებამ ის იაპონიაში გააგზავნა.

ევანჯელისტამ აღმოაჩინა რომ ბინა სადაც ის მოათავსეს ბორდელი იყო! მას აიძულებდნენ ფოტოები შიშველს გადაეღო. მაგრამ მებრძოლმა კანადელმა თავისი ქვეყნის საელჩოს მიმართა რათა მისი უფლებები დაეცვათ და კონტრაქტი გაეუქმებინათ. ამის შემდეგ ლინდა სახლში დააბრუნეს. სამშობლოში მყოფი ის ნებისმიერ პროფესიაზე ოცნებობდა გარდა მოდელობისა, მაგრამ საქმეში ლინდას დედა ჩაერია. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, დედამ მას თხოვა ELITE-ს ხელმძღვანელობას დაკავშირებოდა. საჭირო იყო ლინდას ფოტოები, სააგენტოდან დადებითმა პასუხმა არც დააყოვნა და 19 წლის ლინდა ნიუორკში გაემგზავრა. ის მოდელებისთვის განკუთვნილ Elite’s სასტუმროში დასახლდა, შემდეგ სააგენტომ ის პარიზში გააგზავნა

ის შეხვდა ცნობილ მოდის აგენტს ჯონ კასაბლანკას,

ჯონ კასაბლანკასთან ერთად

რომელმაც ლინდა მსახიობ და მოდელ ჯოან სევერანსეს მიამსგავსა.

ჯოან სევერანსეჯოან სევერანსე

თუმცა მისი კარიერა დასაწყისისთვის არ აეწყო. ინდუსტრიაში არსებობდნენ ქერა ცისფერთვალება მოდელები, ხოლო ლინდა, თავისი კატის ფორმის თვალებით და ეგზოტიკური გარეგნობით ფორმატს არ ერგებოდა. “ყინული გადნა“ მას შემდეგ რაც სააგენტოს წამყვანმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კანადელი თავის პარიზულ ფილიალში გაეგზავნათ.

ამ დროს თითქოს ლინდამ პოპულარულობას მიაღწია, მაგრამ პარიზში საკმარისად იყვნენ „არასტანდარტული“ გარეგნობის მოდელები. გოგონას წარმატებისათვის საჭირო იყო გავლენიანი მხარდამჭერი. საბრედნიეროდ მის კარიერაზე ELITE-ს პრეზიდენტმა ჟერარდ მარიმ იზრუნა.

ჯერარ მარისთან ერთად

მან შესაძლებლობა მისცა ლინდას მისი ფოტოები მოდური ჯურნალების გარეკანზე მოხვედრილიყო, ხოლო თვითონ მოდელი კუწიურიეების პრესტიჯულ ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას. მარიმ ლინდა დანიშნა ისინი 1987 წელს  დაქორწინდნენ..მიუხედავად ჯერარის მხარდაჭერისა ლინდამ ვერ შეძლო სტერეოტიპების დანგრევა. ევანჯელისტას ზედმეტად ეგზოტიკურ მოდელად მიიჩნევდნენ. ამის გამო მას ნამდვილ წარმატებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვალა.ცნობილი ფოტოგრაფის პიტერ ლანდბერგის ფოტოსესიის დროს, გოგონას თმის სტილისტი ჟულიენ დისი რაღაც უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, თითქოს რაღაც აკლდა. ბოლოსდაბოლოს დაღლილი ლინდას ურჩი თმის სწორებით, ჯერ მისი წაბლისფერ -წითური თმა დავარცხნა, შეავიწროვა და პარიკი დაახურა. ჯულიენს არაერთხელ უნახავს ქალის თავზე განსხვავებული ვარცხნილობა მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოდელის გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. სახის ნაკვთებში რაღაც გასაოცარი შეინიშნებოდა. ის განუწყვეტლივ იმეორებდა რომ ლინდას სასწრაფოდ თმა უნდა შეეჭრა. მოდელს არც ჰო უთქვამს და არც არა. მას უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ყოყმანობდა პოდიუმის ყველა მოდელი ხომ გრძელ თმას ატარებდა,  მაგრამ ლინდამ გაითვალისწინა პროფესიონალის რჩევა და თმის შეჭრას დათანხმდა.

ლინდა პიტერ ლიდენბერგის ობიექტივში

Exif_JPEG

მიუხედავად ამისა ELITE-ს ხელმძღვანელობამ ლინდა დეფილეებიდან მოხსნა.

ის რომ ლინდერბერგი არ შემცდარა მომდევნო სეზონზე დამტკიცდა. მოდაში აქტუალური გახდა მოკლედ შეჭრილი თმა. სწორედ ამ დროს ჩნდება ლინდა თავისი ულტრამოდური ვარცხნილობით, რამაც გამოიწვია მისი განსაკუთრებული პოპულარულობა.

სხვადასხვა ვარცხნილონბებიLinda

დაიწყო მაღალი მოდის ნამდვილი კარიერა 1984 წელს ის L’OREAL-ის გარეკანზე დაბეჭდეს ასევე სხვა ცნიბილ ჯურნალების გარეკანზე როგორიცაა

VOGUE

Linda Evangelista, L'Officiel November 1984 · Like Vogue 1990 FebruaryVOCUE

HARPE’S BAZAAR

Linda-Evangelista-Harpers-Bazaar-US-Terry-Richardson-01Harpers-Bazaar-Cover-September-2014-Lady-Gaga-0115519

COSMOPOLITAN

<3

GLAMOUR

Glamour

ELLE

ELLE

ALLURE

allure

I-D და სხვები

linda-evangelista-i-d-magazine-01-778x1024 загруженное

1985 წელს მან კარლ ლაგერდფერდთან დაიწყო მუშაობა, შანელის სახლის წამყვანი დიზაინერი. ლინდა გახდა ლაგერფერდის მუზა. „დედამიწაზე არ არსებობს ლინდასნაირი პროფესიონალი მოდელი“ ამბობდა კარლი.

with karl <3

1987 წელს სუპერმოდელი  ჯანი ვერსაჩესთან თანამშრომლობდა და მის პრესტიჯულ ჩვენებებზე გამოდიოდა. ლინდას ვიხილავდით ისეთი წამყვან ბრენდებთან როგორიცაა

VERSACE

safe_image (2) safe_image (4)

VALENTINO

Linda Evangelista Valentino FW 1991 Haute Couture

DOLCE&GABBANA

dolce gabbana1dolce gabbana

GIAN FRANCO FERRE

gian franco ferre

RALPH LAUREN

ralph lauren

YVES SAINT LAURENT

Exif_JPEG yvess Exif_JPEG

OSCAR DE LA RENTA

oscar delarenta 1991

DONNA KARAN

donna karan karan

CHANEL

chanel chanel tumblr_lwsmhmFqeB1qmbiswo1_1280Exif_JPEG

DIOR

Diordiorrr

JEAN PAUL GAULTIER

gaultier

ALBERA FERRETTI

alberta ferretti alberta

CALVIN KLEIN

calvin

GALIANO

Exif_JPEG

ახლა უკვე მოდური ჯურნალები, წამყვანი მოდის სახლები, წარმატებული მსხვილი კომპანიები, და ცნობილი ფოტოგრაფები პირდაპირ ნადირობდნენ მომხიბვლელ კანადელზე. ლინდა ვეღარ აუდიოდა სხვადასხვა შემოთავაზებებს. ერთხელაც მან ინტერვიუში განაცხადა „მე და კრისტი თარლინგთონი 10 000 დოლარზე ნაკლებად ლოგინიდან არც კი წამოვდგებით“. თან  ლინდას საკუთარი ვარცხნილობა თავისტკივილად ექცა რადგან ურჩი თმის შესწორება ათასგვარი ხერხით უწევდა. ზემოთხსენებული თანხების მოთხოვნით ლინდას შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. რაც ახალი ხილი იყო 80-90 იანი წლებისთვის.

ლინდა  ერთადერთი მოდელი გახდა, რომელსაც კოლოსალურ თანხებს უხდიდნენ, რათა ერთხელ მაინც დასწრებოდა რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებას. ის ყოველ სეზონზე იმიჯსა და თმის ფერსიცვლიდა . ცნობილმა ვარცხბილობამ სახელწოდებით „ბიჭუნა პაჯი“ ლინდა ვარსკვლავად აქცია.. შემდეგ მოდელი მსოფლიოს ქერა თმით მოევლინა, შემდგომში არჩევანი წითურ თმაზე შეაჩერა, რასაც მოჰყვა კოხტა წაბლისფერი კარე. გასაკვირია ის რომ ევროპული ELITE-ს პრეზიდენტი პატიობდა როგორც გაუთავებელ ექსპერიმებტებს საკუთარ გარეგნობაში, ასევე მრავალრიცხოვან რომანებს დროდადრო მარისთან ქორწინებას სულ უფრო და უფრო მეტი ბზარი უჩნდებოდა რაც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა.

რაც შეეხება მის გემოვნებას ჩაცმულობაში, ის აბსოლიტურად ვარდება ჩარჩოებიდან და ორიგინალურობით გამოირჩევა. მას უყვარს მოსახერხებელი კომფორტული ჯინსები, მამაკაცის შარვალი და სვიტერი. მისი დევიზია ჩაცმა ხასიათის მიხედვით. „სასიამოვნოა ყოველდღე რაღაც ახლის დანახვა სარკეში“ იცინის ლინდა.

აღფრთოვანებას იწვევს მისი მრგვალი საყურეები და მოკლე ვარცხნილობა, როდესაც თმა ზემოთ აქვს აწეული, გედის ყელი ჩანს, მაგრამ ნებისმიერ სახეცვლილებაში კოსმეტიკით და მის გარეშე, ეს ქალი არ კარგავს თავის განუმეორებელ სტილს და მაქსიმალურად ესთეტიურად გამოიყურება. პუბლიკის წინაშე და მეგობრების წრეში ლინდა სრულ ინდივიდუალიზმს ასხივებს.

safe_image (8)safe_image (9)

ამ ცნობილმა პიროვნებამ აღფრთოვანება გამოხატა მოდაში სიახლეების მიმართ. ის ემხრობა ახალ სიტყვას მოდის ინდუსტრიაში. ინდივიდუალურობა, რომელიც ტიტოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს თავისი განუმეორებელი სტილი შექმნას. თანამედროვე სტილისტების შემოქმედებაში ლინდას მოსწონს, დიდი რაოდენობით მორთულობები და აქსესუარები.

სუპერმოდელის შემოსავლებმა 3 მილიონ დოლარს მიაღწია.საოცარია, წელიწადში 300 დღეს მუშაობისას როგორ ახერხებდა მრავალრიცხოვანი რომანების გაბმას.

Linda Loewe ss 1990safe_image (5)

ლინდას კარიერაში დადგა დრო როდესაც, ფართო საზოგადოება აღნიშნავდა, რომ ლინდამ დაკარგა ხალხისთვის ასე საყვარელი მოდელის ფიგურა, ის რაც აქამდე აოცებდათ. ეს რომ თავიდან აეცილებინათ,  კუწიურიეები სპეციალურად ლინდასთვის შესაბამის მოდელებს ქმნიდნენ, რომლებიც ფარავდნენ ლინდას ოდნავ მოჭარბებულ ზომებს, ხოლო გადაღებების დროს განათების დახმარებით მაქსიმალურად ნიღბავდნენ ვარსკვლავის ღაბაბს.

ექა ქუხილმა გაიელვა, როდესაც სუპერმოდელმა თავისი 35 დაბადების დღე გადაიხადა, ლინდა პუბლიკის წინაშე ახალი ვარცხნილობით წარსდგა და განაცხადა რომ ის მაღალი მოდიდან წასვლას აპირებდა, რომ ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა სურს. პოდიუმის დატოვება მან ახალის საქმროს გამო გადაწყვნიტა – ის ფრანგი ფეხბურტელი ფაბიენ ბარტეზი იყო.

მაგრამ  მათი ბედნიერება სრულყოფილი არ აღმოჩნდა. სანატრელი ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, მაგრამ ლინდა პრესის წინაშე ამტკიცებდა, რომ ის არ მოისვენებდა მანამ სანამ მეუღლეს მემკვიდრეს არ გაუჩენდა. პოდიუმის ყოფილმა დედოფალმა პრესას განუცხადა, რომ ოცნებობს ფეხბურთის მთელი გუნდი გააჩინოს!

მან საბოლოოდ აიხდინა ოცნება და დედა გახდა

lindas kid mother

ევანჯელისტა იცინის როდესაც მას ასაკზე ეკითხებიან. არა ის არავითარ შემთხვევაში არ ისურვებდა 22 წლილ ასაკში დაბრუნებას, მან ხომ ბევრი რამ ისწავლა ამდენი ხნის მანძილზე და ახლა ასეთ ცხოვრებაზე როგორც ახლა აქვს, უარს არავინ იტყოდა. „მე კარგად ვგრძნობ თავს ჩემს წლებთან ერთად“ ამბობს მოდელი. ლამაზი ყოველთვის შეგიძლია იყო, გქონდეს ამის სურვილი და თავდაჯერებულობის გრძნობა. რაც უფრო კარგად მოექცევი საკუთარ თავს, მით მეტ პატივს გცემენ გარშემომყოფები, ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რისი პრაქტიკაში გატარებაც ყველას გვეზარება.

თუმცა ლინდა არასოდეს საუბრობდა იმაზე რომ არ დაბრუნდებოდა სამოდელო ბიზნესში. პირიქითის ოჯახური ცხოვრებისგან დასვენების შემდეგ ის ბრუნდება რათა გააგრძელოს კარიერა.

ლინდა ეხლა……. ის ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე. ამ პერიოდში ის იღებს მონაწილეობას ფოტოსესიებში.

“12 წლის ასაკში მე გავაანალიზე ის, თუ რისი კეთებაც მინდოდა, ეს იყო ჩემი მოწოდება, მიზნად დავისახე ჩემი ოცნება ამეხდინა, თუმცა როკ ვარსკვლავობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ საქმე იმაშია რომ სიმღერა არ შემიძლია” თქვა ლინდამ, ეს იყო 2006 წელს.

ის გადაიღეს ჯორჯ მაიკლის კლიპში

ცნობილი ფოტოგრაფი სტივენ მეიზელი ამბობს “ის სხვა მოდელებთან შედარებით ყველაზე მეტი გამბედაობით გამოირჩევა” .გასაოცარია მისი კონტრასტული ცვლილებები ვარცხნილობებში მისი ფერები მისი სტიმული და შემართება. მისი გატაცება მოდისადმი და დიდი პასუხისმგებლობა და თავდაჭერა კამერების წინ. ეტყობა ლინდას მოდელობა ძალიან მოსწონს როგორ უყვარს მას ფოტოსესიები “აი ამიტომ გვიყვარს ჩვენ მისი ფოტოების თვალიერება”. მისი კოლეგა ამბერ ვენდეტა ამობს. მან ნამდვილი მოდელის ნიშა, სიმბოლო  შექმნა. ის უბერებელია.

linda-evangelista-by-steven-meisel-google-zoeken

იქნებ მას შესწევს უნარი დარჩეს ერთადერთ მარადიულ სუპერმოდელად  სამოდელო სფეროში. სწორედ მისმა გამაოგნებელმა სილამაზემ მომხიბვლელობამ და ინდივიდიალზმმა განაპირობა სუპერმოდელის ცნების შემოღება მოდის ინდუსტრიაში.

Advertisements